Digest Logo

„ნიკოს გარეშე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მისი შინაგანი ძალა, მიმტევებლობა, მოთმინება და სიდინჯე“ - ნინო ზამბახიძე იზა ომაძეს დაბადების დღეს ულოცავს

1748417631
იზა ომაძეიზა ომაძე

Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. ორი თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკო 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიკოს დედა იზა ომაძე იუბილარია. მას დაბადების დღეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ულოცავს:

„დღეს ამ საოცარი გოგოს, ჩემი ნიკოს დედის დაბადების დღეა! ერთგული, გულთბილი, ძლიერი, თავდადებული და რაც მთავარია, დიდებული ადამიანი.

ნიკოს გარეშე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მისი შინაგანი ძალა — მისი მიმტევებლობა, მოთმინება და სიდინჯე.
იზა, მინდა ჯანმრთელად იყო — შენი ნიკოსთვის, გიასთვის, შვილებისთვის და ჩვენთვის, შენი მეგობრებისთვის. მეამაყები და მეიმედები  

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უმაგრესო გოგო!“, - წერს ნინო ზამბახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მესამე კლასში გადავედით“ - ბექა ხოფერია შვილებთან და ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 როგორ გავრეცხოთ სწორად ხილ-ბოსტნეული და რამდენად სწორია სოდის და მარილის გამოყენება - სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაცია

🎥 როგორ გავიქროთ არასასურველი თმა და რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება - ზაზა თელიას რეკომენდაცია