
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად იგი ივნისის საყურადღებო თარიღებს გვიზიარებს, რა დროსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება, ახალი საქმის დაწყება, ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება არ არის რეკომენდებული:
„ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენების გაკეთება“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მესამე კლასში გადავედით“ - ბექა ხოფერია შვილებთან და ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს