ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განმარტა რას ნიშნავს სხვისთვის მიძღვნილი ცხოვრება. მან საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა და ოქროს შუალედზე ისაუბრა.
„ეს თემა ყველას ეხება. როდესაც გადიხარ ცხოვრებას, გადახედავ, მოიხედავ უკან შეიძლება ბევრი რამით უკმაყოფილო დარჩე. ადამიანს ჰგონია ესა რომ არ მომხდარიყო, ის რომ ასე ყოფილიყო - ეს იწვევს შფოთვას.
ბერძნები ამბობენ, ორ რამეში უნდა გაერკვეო, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველებაო. რასაც არ ეშველება იმასთან ურთიერთობას იწყებ შეგუებით, ან განრიდებით.
ხშირად ჩვენს არჩევანს სხვებს ვამადლით, ეს არასწორია. ადამიანს თავისი დანიშნულება და საზრისი აქვს, ეს ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
ხანძრის დროს აირწინაღი ჯერ შენ უნდა გაიკეთო და მერე სხვას, თუ შენ რამე მოგივა სხვებსაც ვერ მიხედავ, ამიტომ ძალისხმევა, რასაც სხვებისთვის გავიღებთ, არ იკარგება“, - ამბობს მარინა კაჭარავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საკმაოდ დადებითი დღეა ფინანსური კუთხით...“ - 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან