საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 12 მოციქულს იხსენებს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: