Digest Logo

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

1783887722
სვეტიცხოველი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 13 ივლისს 12 მოციქულს იხსენებს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

„მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

წარსული დაცული, აწმყო გამარტივებული, მომავალი ციფრული - როგორ ინახავს და აახლებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩვენს ისტორიებს

რომანტიკული თაღლითობა - როგორ არჩევენ მსხვერპლს ონლაინ მანიპულატორები და რა ხრიკებით ახერხებენ ისინი ემოციებით ვაჭრობას

სიმპტომებამდე აღმოჩენილი დაავადებები - როგორ ცვლიან ჭკვიანი საათები, სამაჯურები, ციფრული ბეჭდები და სხვა სენსორული მოწყობილობები ჩვენს ყოველდღიურობას