Digest Logo

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

1738685140
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციოს ბოლო ფანჯრის ფარგლებში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 2 მატჩს გამართავს – 21 თებერვალს თბილისში დანიასთან და 24 თებერვალს ბელგრადში, სერბეთთან.

პირველი მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: დანიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს და კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. მარცხი კი, ფაქტობრივად, შანსის დაკარგვაა, რადგან დანიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს თავზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით. ბოლო მატჩი სერბეთში რომც მოვიგოთ, თუ დანია შინ ფინეთს მოუგებს, ევრობასკეტზე სერბეთსა და ფინეთთან ერთად გავა. ამ უკანასკნელს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო გარანტირებული აქვს.

შესაბამისად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მთავარი სამიზნე დანიასთან 21 თებერვლის მატჩია, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები მზადებას 10 თებერვლიდან დაიწყებს. ფიბა-ს კალენდრით, საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარა 17 თებერვლიდან დაიწყება და ჩვენი ლეგიონერების უმეტესობაც ნაკრებს ამ დღეს შემოუერთდება. 10 თებერვლიდან კი ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შეიკრიბება – თბილისი არენაზე სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ დროის უმეტეს ნაწილს ოფისში, ან კომპიუტერთან ატარებთ, მაშინ ეს პრაქტიკული ვარჯიშები თქვენთვისაა!

🎥 „მიხარია, რომ მეღირსა დილით ადრე გაღვიძება...“ - მსახიობი როლანდ ოქროპირიძე „პოსტ ალიონის“ თანაწამყვანი გახდა

⭕გააგრძელებს დინამოში თორნიკე კვარაცხელია თბილისის კარიერას

წყარო: 1tv.ge