Digest Logo

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

1790618485
საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა – 0:0.

ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ რამაზ სვანაძემ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა. ის შემადგენლობაში მკვეთრ ცვლილებებს მოერიდა და ამ ფორმაციის გუნდისთვის უფრო ლოგიკური 3-5-2 განლაგება აირჩია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, საქართველოს ნაკრები უპირატესობას მაინც დაეუფლა და არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.

მე-15 წუთზე ხვიჩამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთო სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე 20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა.

0:0 – საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ხათუნა ნოელი: „ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ წინაპრების მიერ დატოვებული შიფრი?“ - პირამიდების არქიტექტურული კოდი

⭕ „არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც ღმერთის სიყვარულისგან განდგომილია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი

წყარო: 1tv.ge

✕