ეგვიპტური პირამიდების არქიტექტურა, საკრალური გეომეტრია და უძველესი ასტროლოგია სამყაროს უდიდეს შიფრს ინახავს, რომელიც საოცარი სიზუსტით აირეკლება ქართულ ენაშიც.
ასტროლოგ ხათუნა ნოელის განმარტებით, პირამიდის ოთხკუთხა ფუძე მატერიასა და ფიზიკურ სამყაროს გამოხატავს, ხოლო სამკუთხა ფერდები - სულს, ღვთაებრიობასა და დინამიკას:
„დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რომ პირამიდა ერთდროულად სამკუთხაც არის და ოთხკუთხაც?
ეგვიპტურ პირამიდებს ვგულისხმობ - მათ ოთხკუთხა ფორმის ფუძე აქვთ და 4 ცალი სამკუთხა ფორმის ფერდი.
ძალიან საინტერესო და ძალიან კანონზომიერია ეს აგებულება, რადგან რიცხვი 4 ეზოტერიაში გამოხატავს მატერიას, ანუ ფიზიკურ სამყაროს, ესე იგი დედამიწას და რაც მთავარია- სტაბილურობას.
ეს ასევე არის ოთხი პირველადი სტიქია მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი და ოთხი მხარე -ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი. პირამიდაში 4 წარმოადგენს ფუძეს, საყრდენს, რომელიც სწორედ მატერიათან - დედამიწასთან მოდის შეხებაში.
3 არის ეთერი, გნებავთ სული, დინამიკა, ღვთაებრიობა, რწმენა! ასტროლოგიაში ეს არის 3 მოდალობა -კარდინალური, ფიქსირებული, მუტაბელური, ხოლო რელიგიაში სამება.
გამოდის, რომ პირამიდა წარმოადგენს მატერიის აღმავალ მოძრაობას სულისკენ, რომელიც მწვერვალზე ერთ წერტილში ერთიანდება!
მაგრამ ყველაზე საინტერესო მათემატიკა აქ იწყება: 3 + 4 = 7 რიცხვი კოსმოსური წესრიგის სიმბოლოა. ძველ ასტროლოგიაში სწორედ 7 კლასიკური ციური სხეული იგივე სეპტენარი მართავდა სამყაროს. ჰოდა, ჩემო კარგებო, პირამიდა თავისი ფორმით სწორედ ამ 7-იანის ენერგიის მატარებელია.
ასე ხსნის საკრალური გეომეტრიისა და უძველესი ასტროლოგიის გაერთიანება ჩვენი სამყაროს უდიდეს არქიტექტურულ შიფრს.
ყველაზე საოცარი კი ისაა, როგორ აირეკლა ეს კოსმოსური კოდი ქართულ ენაში:
სამი და ოთხი- სამ-ოთხ-ე.
ხოლო შვიდი- მ-შვიდი, მ-შვიდ-ობა.
როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ ენობრივი და გეომეტრიული დამთხვევაა, თუ წინაპრების მიერ დატოვებული კოდი?“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც ღმერთის სიყვარულისგან განდგომილია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი