Digest Logo

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

1747922522
ქალთა ნაკრები

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყო. ჩვენი გუნდი 30 მაისს ანდორას ესტუმრება, 3 ივნისს კი „მიხეილ მესხი 2“-ზე კვიპროსს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ამ შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. დისკვალიფიკაციის გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („სამეგრელო“), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო“);

მცველები: გვანცა ქადაგიშვილი, სოფო ნარსია, სალომე გასვიანი, ელენე ენჯიბაძე (ყველა – „ნიკე-ლუსო“), მარიამ კალანდაძე, ნინო ჩხარტიშვილი, ანი აკობიძე (სამივე – „ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნათია დანელია, ლიზი მწყერაშვილი, ირინა ხაბურზანია, თეონა ბაქრაძე (ყველა – „ნიკე-ლუსო“), ტატიანა მატვეევა, ანანო წიქარიძე, ანასტასია ბოლქვაძე (სამივე – „ლანჩხუთი“), ნინო პასიკაშვილი, თინათინ ამბალია (ორივე – „კვარტალი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), კესო მეტონიძე („რაჭა“) მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ნათია ჯოჯუა („ელიტა“, თბილისი).

მატჩების განრიგი

30 მაისი, 21:00 | ანდორა – საქართველო

3 ივნისი, 21:00 | საქართველო – კვიპროსი

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„3 საათი უშედეგოდ ვაღვიძებდით...“ - სოფია კვინიკაძე შვილთან ერთად პოზირებს

⭕„ყველაფერს „აკოპირებს“ ჩემგან სარკე ვარ მისთვის...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ქალიშვილზე

⭕„ყვავილების მესამე თაიგული ალექსანდრა პაიჭაძეს ერთ დღეში...“ - დავით კოდუამ რჩეულს პირდაპირ ეთერში უზარმაზარი ვარდების თაიგული აჩუქა