Digest Logo

„ყველაფერს „აკოპირებს“ ჩემგან სარკე ვარ მისთვის...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ქალიშვილზე

1747897227
ალექსანდრა პაიჭაძე

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.

შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, მცირე პაუზის შემდეგ ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა კვლავ ერთად არიან. შეგახსენებთ, რომ მათ ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.

მოდელი ამჯერად საქართველოში იმყოფება და გადაცემაში „რა ბაზარია“ შვილების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, გოგოს დედობა ღმერთის საჩუქარია. 

„მე იმხელა რესურსი ჩავდე დემეტრეში და ყოველდღიურობა იმდენად გავულამაზე და გავილამაზე მეც მისი მთელი ბავშვობა, რომ ახლა როცა ვუყურებ ვხვდები, რომ ძალიან ჩემია და დამოუკიდებელი ბიჭია. 

რაც შეეხება გოგოს დედობას, ეს ყოფილა ღმერთის საჩუქარი. ძალიან ვუყვარვარ, ყველაფერს „აკოპირებს“ ჩემგან სარკე ვარ მისთვის ყველაფერში, ასე ძალიან ამ ცხოვრებაში არავის ვყვარებივარ. 

იდეაში ახლა საქართველოში ვიკის გამო ჩამოვედი, 1 კვირით მყავდა მილანში და იმხელა სიყვარული მომცა, რომ წამოვიდა ძალიან გავცარიელდი.

ბავშვების წაყვანას ვაპირებ (მილანში), მგონია რომ მოგზაურობაში და ერთად ყოფნაში ბევრ რაღას მივცემ მათ“, - ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყვავილების მესამე თაიგული ალექსანდრა პაიჭაძეს ერთ დღეში...“ - დავით კოდუამ რჩეულს პირდაპირ ეთერში უზარმაზარი ვარდების თაიგული აჩუქა

⭕„მუდმივად გვახსოვდეს, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად“ - გია მურღულია

⭕„სამყარო ახალ გზებს გიჩვენებთ, როგორ გადაჭრათ ცხოვრებისეული პრობლემები“ - 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან