
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, მცირე პაუზის შემდეგ ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა კვლავ ერთად არიან. შეგახსენებთ, რომ მათ ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.
ამჯერად, ალექსანდრა გადაცემაში „რა ბაზარია“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
გადაცემის პირდაპირ ეთერში მას დავით კოდუამ ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვა და როგორც ალექსანდრამ აღნიშნა ეს მესამე თაიგულია, რომელიც იმ დღეს აჩუქა.
„მადლობა დათუჩა...
დღეს მესამე თაიგულია, რომელიც მომართვა. დილით დაბრუნდა ვარჯიშიდან სახლში და მინდვრის ყვავილები მომიტანა, ზოგადად ვარდების მინდვრის ყვავილები მირჩევნია“, - ამბობს ალექსანდრა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მუდმივად გვახსოვდეს, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად“ - გია მურღულია
⭕როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი