დანიაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძეს, რომელმაც მატჩი 12 ქულით დაასრულა. ამით კი გულშემატკივრის ყურადღებაც მიიპყრო.
იგი დღეს, 11 მარტს იუბილარია, სპორტსმენი 23 წლის გახდა. დებიუტის შემდეგ მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში განსაკუთრებული გრძნობაა:
„არ ჩავთვლი, რომ ნაკრებში ჩემი დებიუტი კოპენჰაგენში იყო – ის აქ, საქართველოში შედგა. განსხვავებული ატმოსფერო დაგვხვდა. საკუთარ ქვეყანაში თამაში და გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ხელი შემიწყო სამწვრთნელო შტაბმა, თანაგუნდელებმა. დამეხმარნენ, რათა თავდაჯერებულობა არ დამეკარგა და, ღმერთის წყალობით, ბურთი კალათში ჩაეშვა“, – ამბობდა ალექსანდრე მერკვილაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს უკრაინასთან სტუმრად გამართავს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორსულობის შემდგომი გართულებით თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - დაიღუპა ნაყოფიც
⭕„ჩნდება ახალი შესაძლებლობები...“ - როგორ გავააქტიუროთ 11 მარტის ენერგია