Digest Logo

„საქართველოში შიდსის 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რადგან ღია კარის დღეები გვაქვს ოკუპანტი რუსეთისთვის, გაითვალისწინეთ რუსეთის სტატისტიკა 58 340 შემთხვევა“ - არჩილ მარშანია საზოგადოებას მიმართავს

1688720126
არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელ ფეისბუკში შიდსის ქვეყანაში გავრცელების სტატისტიკასთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

👉 „ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან... გასათვალისწინებელია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების რისკი - მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საეჭვო კავშირებს“- მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს 

„აივ ინფექცია / შიდსი

საქართველოში 2023 წელს გამოვლინდა 316 ახალი შემთხვევა

გადაცემის ძირითადი გზა არის:

ჰეტეროსექსუალური კონტაქტი (52.5%);

მეორე ადგილზეა ინექციური ნარკომანია (32.5%).

აივ ინფექციის, შიდსის გავრცელება რუსეთში სერიოზული პრობლემაა:

2021 წელს მხოლოდ რუსეთში 58 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მაშინ როცა მთელ ჯანმოს ევროპის რეგიონში, ერთად აღებულ 53 ქვეყანაში, 48 000 ახალი შემთხვევა იყო.

2017 წელს კი მთელ ევროპის რეგიონზე ახალი შემთხვევების 67% რუსეთზე მოდიოდა.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ყოველ წელს არ აწვდის მონაცემებს ევროპის დაავადების კონტროლის ცენტრს, მიმართვიანობა არ არის სახარბიელო, შემთხვევები ცხადია აღწერილზე უფრო მეტია.

ჰოდა, ჩვენ ქვეყანას რადგან ღია კარის დღეები გვაქვს ოკუპანტი რუსეთისთვის და მასიურად ხდება რუსების შემოსვლა ქვეყანაში, ჩემი აზრით უნდა გაითვალისწინოთ ეს სტატისტიკა და იყოთ ფრთხილად.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს მარშანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „იდეალური ფორმისთვის მთავარია, სექსის სიხშირე და ხარისხი“ - რა ფოტოს აქვეყნებს იუნა შაფათავა?

🔵 ქართველმა სტუდენტმა საბა კაშიამ სასწრაფო დახმარების მანქანა დააპროექტა, რომელიც ჩაეშვა მოხმარებაში

🔵 „შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს... ახლა, ჩემი ჯერია“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემშვიდობება