„მხოლოდ თბილისში, საშუალოდ რამდენიმე ასეული გულის გაჩერების შემთხვევა ფიქსირდება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხდება სახლში, ოჯახის პირობებში; ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში თბილისი პირველ ადგილზეა“ - ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს და საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.
„საქართველოში ყოველ წელს:
სიგარეტთან ასოცირებული დაავადებებით კვდება 12 000-მდე ადამიანი;
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით კვდება 200 ქალი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით კი 20 000-მდე ადამიანი;
45 წლამდე ტრავმა წამყვანი მიზეზია სიკვდილიანობის;
მხოლოდ თბილისში, საშუალოდ რამდენიმე ასეული გულის გაჩერების შემთხვევა ფიქსირდება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხდება სახლში, ოჯახის პირობებში;
ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში თბილისი პირველ ადგილზეა.
ხოდა, აეხლა ეს ზის, პირში სიგარეტი აქვს გაჩრილი, მარილით გატენილი ბურგერი და კარტოფილი ფრი შეუკვეთა კოკა-კოლასთან ერთად, მანქანაში უკან რო ჯდება ღვედს არ იკეთებს, ოჯახში პაპილომას საწინააღმდეგო ვაქცინას არავის ურჩევს, პირველადი დახმარება არ იცის და სავარჯიშო დარბაზში ცხოვრებაში არ ყოფილა, ღიპზე ხელს იტყაპუნებს, მიყურებს თვალებში და უტიფრად, სრული სერიოზულობით მიხსნის, როგორ ვცდები თუშეთის გზის შესახებ, რადგან რისკების ობიექტურად შეფასება არ შემიძლია“,- წერს მარშანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: