Digest Logo

🎥 „საქართველოსთან ისეთი დამნაშავე ვართ, რომ პატიებასაც ვერ გთხოვთ“ - ლია ახეჯაკოვა

1647336864
ლია ახეჯაკოვა

რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ გადაცემაში „თავისუფალ სივრცე“ რუსულ აგრესიასა და მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ახეჯაკოვამ განაცხადა, რომ მოქალაქეები ღიად ვერ აფიქსირებენ გულწრფელ პოზიციას,  ვინაიდან ხელისუფლება მათ 15-20 წლიანი პატიმრობით სჯის.

„ჩემთან თეატრი, ყოველდღიურად ვკითხულობთ - რა ხდება ეს? რატომ ხდება? და როდის დასრულდება? ერთ ადამიანსაც არ შევხვედრივარ, რომელიც იტყვის რომ ეს ყველაფერი სწორია. ახლახან კლინიკაში ვიყავი იქაც ექიმი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი დიდი ტრაგედიაა. ალბათ იცით, რომ აქ ძნელია გულწრფელობა, მსგავსი საუბრის გამო 15-20 წლამდე პატიმრობით სჯიან. უკრაინის ომმა ყველას 2008 წელი გაახსენა, მე პოლიტოლოგი არ ვარ, მაგრამ  ვამტკიცებ, რომ საქართველო რუსეთს თავს ვერ დაესხმებოდა. განადგურებული ვარ, არც კი ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს. ახლა ჩვენთან ნამდვილ ინფორმაციას „ფეიკს“ ეძახიან, „ფეიკს“ კი ნამდვილს. თავს ვგრძნობ ძალიან დამნაშავედ. ეს ე.წ. სპეცოპერაცია რუსეთის მოქალაქეების სახელით ეწყობა. საქართველოსთან ისეთი დამნაშავე ვართ, რომ მე პატიებასაც ვერ გთხოვთ“, - განაცხადა ლია ახეჯაკოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ვრემიას“ რედაქტორი ერთადერთი რუსი იქნება, რომელსაც პირადად შევიფარებ, სამსახურსაც შევთავაზებ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა“ - დღის რჩევა10:07 

🔵1 716 ინფიცირება, 1 551 გამოჯანმრთელება, 16 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში