
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, იგეგმება ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ცნობიერების ამაღლება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
„ამა წლის 10 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს.
გარდა აღნიშნული აქტივობისა, აგრეთვე იგეგმება ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ცნობიერების ამაღლება სხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზეც.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ, რისი დაგვირგვინებაცაა დღეს მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტი მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმების სახით.
შეხვედრამ თბილ და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სულისკვეთებით განმსჭვალულ ატმოსფეროში ჩაიარა. მოხდა ერთობლივად განვლილი გზის გაანალიზება, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა გასული წლების ერთობლივ საქმიანობას. აღინიშნა რომ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ამ გზაზე და დღეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა გაცილებით მყარი და შედეგიანია“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გავიზარდე, ვითომ?“ - მანუ მურღულია იუბილარია
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით