
გუშინ, 14 მაისს, ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი მ.ჩ დაკავებულია.
65 წლამდე კაცი ბრალის წარდგენას დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კაცი ავარიის დროს ფხიზელი იყო.
„შემთხვევის დროს, ის სავარაუდოდ, დიაბეტის გამო შეუძლოდ გახდა და ავტომობილის მართვა ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც „ვიტოს„ ტიპის მიკროავტობუსი 3 მოზარდს დაეჯახა“, - ამბობენ ახლობლები.
რაც შეეხება დაშავებული მოზარდების მდგომარეობას, მოზარდი რომელსაც მიღებული დაზიანებების გამო თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და ის კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
სტაბილურად მძიმეა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი მოზარდის მდგომარეობაც, ისიც ხელოვნური კომის მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შედარებით მსუბუქია მესამე მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება, მესამე მოზარდიც ამ ეტაპზე კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა კავშირი აქვს ასტროლოგიასა და ტემპერამენტს - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს ახასიათებს
⭕„მოდი, ჩამეხუტე მაგრად...“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ქმართან ბოლო მიმოწერას ასაჯაროებს