Digest Logo

„შევაგროვეთ და ჩავიბარეთ, დაახლოებით, 20 ტონა ტანსაცმელი... თუ დაგვიკავშირდებით, ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

1747305765
აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი, ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეგროვებულია 20 ტონა ტანის სამოსი და საჭიროებისამებრ გადაეცემა საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ძალიან სჭირდება. 

გარდა ამისა, აკა სურვილს გამოთქვამს, რომ თავად მიაწვდის ყველა პირს ტანსაცმელს:

„გამივრცელეთ ეს პოსტი თუ შეიძლება რა, იქნებ საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.

ჩავიბარეთ და შევაგროვეთ დაახლოებით 20 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადავარჩიეთ, დავახარისხეთ და გვინდა ჩამოვიტანოთ, რამდენიმე სოფელში. ყველაფერი არის გამოსადეგი და ბევრს ძალიან სჭირდება.

თუ დაგვიკავშირდებით რომელიმე სოფლის გამგებელი, ან სოციალურის თანამშრომელი, ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ შეფუთულს და დახარისხებულს. თქვენ უბრალოდ საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ თქვენი სიების მიხედვით.

გაცემაშიც მოგეხმარებით, თუ დაგჭირდათ.

ან გვითხარით თქვენი აზრით ყველაზე საჭირო სად არის და რამეს მოვიფიქრებთ, დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე - 558181218.

გელოდებით“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირი აქვს ასტროლოგიასა და ტემპერამენტს - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს ახასიათებს

„მოდი, ჩამეხუტე მაგრად...“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ქმართან ბოლო მიმოწერას ასაჯაროებს

ასტროლოგებმა 2025 წლის მაისის ყველაზე წარმატებული და რთული დღეები დაასახელეს