Digest Logo

„საყვარელი და ლამაზი გოგოა...“ - ვინ არის გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული ?

1711630885
გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილმა ისტორიულ მატჩში საბერძნეთთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა. სწორედ ამიტომ, მატჩში მეორე შეფასება ჰქონდა გიორგი ქოჩორაშვილს - ლევანტეს ნახევარმცველმა 7.67 ქულა მიიღო, მან დაუღალავად იმუშავა შუა ხაზში, 55 პასი გააკეთა, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და მეტოქე 3-ჯერ დააჯარიმა.

აგრეთვე, მან უნაკლოდ და ძალიან ეფექტურად შეასრულა პენალტების სერიის პირველი დარტყმა, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია. 

აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილის საფეხბურთო კარიერა საკმაოდ წარმატებულია, თუმცა აგრეთვე საინტერესოა  მისი პირადი ცხოვრებაც.

როგორც „ინსტაგრამიდან“ ირკვევა გიორგის რჩეული ბრაზილიელი სანდრა მენდოსანია.

ასევე სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ბორტგამცილებელია და ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს.

გასულ წელს სანდრა გიორგის საგულშემატკივროდ საქართველოში იმყოფებოდა. რატომღაც სანდრამ ამ მნიშვნელოვან თამაშზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა შეყვარებულს სოციალურ ქსელში გამარჯვება მიულოცა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „საერთოდ აღარ გვაქვს ემოცია, ეს იყო 2-3 წუთში გამოშვებული მთელი ერის დაგროვებული ყველა ემოცია...“ - დათო ლიკლიკაძე

⭕„ყოველ წვიმიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა...ერთხელ, მიკროავტობუსის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო“- რას წერს მეზობელი ნიკა კვეკვესკირზე

⭕„მთელი ჩემი 13 წლის განმავლობაში არ მინახავს ქართველი ხალხი ასე გაერთიანებული… არავის ვიცნობდი და ყველა ჩემი მეგობარი იყო…“ - ვაჩე ღვინიაშვილი