სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეულში, Transfermarkt-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ინფორმაციას სპორტული გამოცემა lagazzetta.ge ავრცელებს.
Transfermarkt-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ადგილზე არის „მილანის ინტერის“ კაპიტანი, ლაუტარო მერტინესი, რომლის ფასი 110 მილიონია.
მე-2 პოზიციაზე გახლავთ „მილანის“ თავდამსხმელი, რაფა ლეაო, რომელიც 90 მილიონად არის შეფასებული, მეოთხე ადგილი კი „ნაპოლის“ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას ერგო 80 მილიონი ევრო.
1. ლაუტარო მარტინესი - 110 მილიონი ევრო
2. რაფაელ ლეაო - 90 მილიონი ევრო
3. ნიკოლო ბარელა - 80 მილიონი ევრო
4. ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო
5. ალესანდრო ბასტონი - 70 მილიონი ევრო
6. დუგლას ლუისი - 70 მილიონი ევრო
7. დუშან ვლაჰოვიჩი - 65 მილიონი ევრო
8. მარკუს ტურამი - 65 მილიონი ევრო
9. ტეო ერნანდესი - 60 მილიონი ევრო
10. გლეისონ ბრემერი - 60 მილიონი ევრო
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია
⭕„მინდა საქართველოს ისტორიაში ჩავეწერო ოქროს ასოებით ისევე, როგორც ილია, ვაჟა“ - ლაშა ბექაური
წყარო: lagazzetta.ge