Digest Logo

შანსი სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის - სახელმწიფომ ახალგაზრდებს მობილობის უფლება მისცა

1787341407
სტუნდეტი

სტატუსშეჩერებული სტუდენტები უნივერსიტეტებს უბრუნდებიან. ახალგაზრდებს სახელმწიფომ მობილობის უფლება მისცა. ეს არის შანსი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უმაღლესმა სასწავლებლებმა სტატუსის აღდგენაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს რომ მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე მიღება აღარ ხდება. პროგრამაში ჩაერთვებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი პირველივე კურსზე შეუჩერდათ. მობილობის პროგრამის მნიშვნელობის გარდა სტუდენტები დღეს უფასო სწავლების უპირატესობაზეც საუბრობენ

ახალი გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებისთვის ახალი შანსია, საუბრობს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. ირაკლი ნატროშვილი იმ საფეხურებს განმარტავს, რაც სტუდენტმა მობილობის გზით უნდა გაიაროს.

სტუდენტების მხარდამჭერ ინიციატივებსა და სწავლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობისთვის, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა 24 აგვისტოდან შეუძლიათ.

მობილობის საფასურის გადახდა, როგორც საბანკო სერვისცენტრებში, ასევე მობაილ ბანკისა და ელექტრონული გადახდის სერვისებით არის შესაძლებელი.

გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 -ს არ აღემატება. მობილობის მსურველებისთვის რეგისტრაცია 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შეცვალე შენი რეალობა: მადლიერების პრაქტიკა, რომელიც ძილის წინ უნდა გააკეთოთ!

⭕მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

🎥 „28 აგვისტო ენერგეტიკულად ძლიერი და აგრესიული დღეა“ - როგორ გავიაროთ დაბნელებების პერიოდი? - ასტროლოგის რჩევები