
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც დეპრესიაზე და მისგან დაღწევის გზებზე საუბრობს:
„რა განსხვავებაა არანორმალურ, ფსიქიკურად შეშლილ ადამიანსა და ნორმალურს შორის?
ცხოვრება იმდენად შეიცვალა, ფსიქიკა დასუსტდა, სულ შიში, გარემო, ყველაფერი ეს კორონავირუსის შემდეგ გამწვავდა.
დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ ის გიჟი, რომელიც გარეთ დადის ნორმალურად მივიჩნიო, ვიდრე ნორმალური ადამიანი, რომელიც ჩუმად, ჩაკეტილია თავის სამყაროში. არ ავლენენ თავს, მაგრამ იმდენად დაძაბული, ნეგატიური ენერგეტიკა მოდის, რომ საკუთარ თავს უსვამ შეკითხვას - როგორ დავიცვა თავი?
დაძაბულობის მდგომარეობა განაპირობებს უსუსურობას. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც უარი თქვა პროფესიაზე და წავიდა სულ სხვა გზით. ეს ძალიან რთული მომენტია.
მეც ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს ფსიქოლოგიური, მაგრამ აუცილებელია საკუთარ თავს კითხვა დაუსვა - როგორ ებრძოლო ამ დეპრესიულ მდგომარეობას.
ამ ორთაბრძოლაში, რომელსაც ჰქვია მე და მე - დიდ როლს თამაშობს გარემო. გვგონია, რომ დიდ როლს ასრულებს მეგობრები, სამსახური, სინამდვილეში კი ეს პრობლემა ჩვენშია და პერსონალურია. სანამ შენ შენი საქმით არ დაუკავშირდები სამყაროს, ხალხს, ჰარმონიას საკუთარ თავთან, არაფერი გამოვა“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ პროდუქტს არ ვურჩევ არც ერთ პაციენტს და არც მომხმარებელს!“ - გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება!