Digest Logo

🎥 „შეიცავს პენიცილინს და არის ნატურალური ანტიბიოტიკი... წინაპრებმა იცოდნენ, რომ იყო ძალიან სასარგებლო“ - ეკა დოჯურიშვილი დამბალხაჭოზე

1776286646
ეკა დოჯურიშვილი

საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.

გადაცემაში „პრაიმ შოუ“ გვაცნობს მცხეთა-მთიანეთის გამორჩეულ გემოებს, გვიყვება დამბალხაჭოს სამკურნალო თვისებებსა და მცხეთა-მთიანეთის კულინარიის უნიკალურობაზე:

„დამბალხაჭო არის ფშაური კერძი, მზადდება ერწო-თიანეთის, ფშავის მიდამოებში შეგროვებული რძისგან. აქვს ბუნებრივი, ნატურალური ობი, რაც შეიცავს პენიცილინს და არის ნატურალური ანტიბიოტიკი, თავისთავად არცერთ არეალში მოწველილი ძროხის რძე ამას არ იკეთებს. 

ეს არის ბუნებრივი. უნდა იყოს კარგი ხარისხის შედღვებილი, ცხიმ გამოცლილი ხაჭოსგან დამზადებული და მხოლოდ მარილი“, - ეკა დოჯურიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიზმრები და მოულოდნელი აზრები შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნებები იყოს შენი მომავლისთვის“ - 16 აპრილის ასტროპროგნოზი

🎥 „ითვლება, რომ ეს კერძი ბარაქის მომტანია...“ - ზაზა ჭრიკიშვილი ქვემო ქართლის ტრადიციულ კერძზე

„მომზადება იმდენად რთული პროცესია, რომ ფეხშუმზე 3-4 ქალბატონი აკეთებს...“ - რას ჰყვება ზაზა ივანიძე მესხურ კერძებზე