Digest Logo

„შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია“ - ხვიჩა კვარაცხელია

1719914458
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს, მისი შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.

„რადგან ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ზეიმი.

შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ვეცდებით, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.

ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან დაწინაურდეთ იქ სადაც მუშაობთ“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით, 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე“ - გულშემატკივარი

⭕„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ – კახა კალაძემ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა