Digest Logo

„შექმნის ქარიშხლის ალბათობას...“ - უქმე დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარეტენაძისგან

1747390173
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უქმე დღეები ამინდის სიურპრიზებით იქნება სავსე.

ხვალ, 17 მაისს, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურის მომატება +31, +33 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ერთ დღეში ისევ ზაფხულის სიცხე დაფიქსირდება, ანტიციკლონის წყალობით ცა იქნება მოწმენდილი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თბილი ქარი იქროლებს.

გაითვალისწინეთ მომდევნო დღეებიც - კვირას ღამის საათებში, სანაპიროზე ცხელი ამინდის პირობები შექმნის, ისევ ქარიშხლის ალბათობას ტემპერატურის დასარეგულირებლად (ქარის შესახებ უფრო კონკრეტულ პროგნოზს ხვალ მოგაწვდით).

რაც შეეხება დასავლეთის დაბლობს, შაბათს ცხელი და უნალექო იქნება, ტემპერატურა კი +32 გრადუსთან ახლოს, კვირას შედარებით აგრილდება.

აღმოსავლეთში - უქმე დღეებში უხვი მზე იქნება, ტემპერატურა კი ნორმის ფარგლებში +25 გრადუსი დაფიქსირდება“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების, ჰიპერტენზიის...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე წონის კლების ინიექციებზე?

⭕„ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა...“ - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

⭕კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს ვილი სანიოლი ნაკრებში?