
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.
მისი ინფორმაციით, ნალექიანი და მოღრუბლული ამინდი ქვეყნის უმეტეს ნაწილში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
როგორც ფარტენაძე წერს, მოსალოდნელია პერიოდულად ძლიერი ნალექი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვა.
„მოსალოდნელი ცივი, შემდეგ კი ცხელი დღეები. დამეთანხმებით, რომ მიმდინარე და გასული დღეების ამინდის - შემოდგომასთან შედარება შემთხვევითი არ იქნება, რადგან მეტეო-სიტუაცია სრულად შეესაბამება გარდამავალ სეზონს, მოღრუბლული, ნესტიანი და გრილი.
რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა ჩემს მიმართ.
პირველ რიგში გეტყვით, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში შენარჩუნდება გრილი, ღრუბლიანი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ლოკალურად ძლიერი ნალექი და სეტყვა აღინიშნოს.
6 ივლისიდან გამოიდარებს და დაიწყება ცხელი ამინდი, ძირითადად ნალექების გარეშე. გისურვებთ ზაფხულის დიად თავგადასავლებს“, - წერს კობა ფარტენაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სასიამოვნოა სახლში დაბრუნება...“ - ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
🎥 როგორ მოვიშოროთ ნეგატივი მაკრატლით - ნანიკო ქავთარაძის რჩევები!