Digest Logo

„შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

1790250227
ამინდი - ამინდი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს:

„24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ბუნებრივი ტუჩის ფორმა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 ხვიჩა კვარაცხელია ძმაზე: „მისი წარმატება ჩემსაზე ასჯერ მეტად გამიხარდება - ძალიან ვამაყობ ჩემი ძმით“

🎥 „ექიმებს ვუთხარი, სულელები ხართ, რაც არ მაქვს რა უნდა შემერყეს-მეთქი“: რას იხსენებს გივი სიხარულიძე