Digest Logo

🎥 „შესაძლოა არ უნდა მეთქვა მაგრამ...მელანდება, რომ დაგესიზმროს უნდა დაიძინო...რწმენა შემერყა“ - ეკა კუპატაძე

1789331348
ეკა კუპატაძეეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც შვილზე ემოციურად ისაუბრა.

ეკა კუპატაძის თქმით შვილი არ ესიზმრება, არამედ ელანდება, რადგან ღამით არ სძინავს:

„მელანდება. რომ დაგესიზმროს უნდა დაიძინო. ვითიშებით და აზრზე მოვდივართ, ჩვენ არ გვძინავს. გიგას სილუეტი ზოგჯერ მგონია კართან დგას და რეალურად იქ არავინ არ არის. მის საფლავთან როცა ვწევარ, ვგრძნობ მას. მრცხვენია ცოცხალი, რომ ვარ, მასზე ერთი დღით მეტსაც რომ ვცოცხლობ მრცხვენია ახლა ჩემი სიკვდილი არის გიგასთვის სერიოზული ღალატი. არ შეიძლება ცემი სიკვდილი.

ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი მის წილ დანაშაულზე. დღითი დღე იმდენ სიავეს ავლენს ამ მკვლელი არასრულწლოვნების ხაზი. მშობლები, ისე იბრძვიან ახლა. ისეთ რაღაცას ვიტყვი, შესაძლოა არ უნდა მეთქვა მაგრამ, არასოდეს არსად არ მითქვამს. გუშინდელ ღამეს ნია იმნაძის ოთახში ღამე გათენდა მხიარულებაში და ხორხოცში, როცა ჩვენ ისტერიკებში ვვარდებით. არასდროს არცერთ ინფორმატორს არ გავამხელ ცეცხლი რომ წამიკიდონ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მოდის მუქარები, თავდაპირველად იყო ღია ბოტებით. მე რომ ერთი სინანული კი არა, უბრალოდ ჰუმანური ერთი ქმედება ჩაედინათ, სხვანაირი ეკა იქნებოდა

მას შემდეგ რაც ეს თავს დამატყდა, რწმენა შემერყა. მყავს კარგი მოძღვარი, რომელიც ჩვენთვის ლოცულობდა და ლოცულობს. რწმენა მაქვს ძალიან შერყეული. ამ ცემი მამაოს გარდა სხვებსაც ვხვდები დედებსაც. ყველასგან ერთი და იგივე შინაარსის რაღაც მესმის. არ უკვირთ რომ რწმენა შემერყა“, - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ექიმმა მეუღლეს უთხრა რომ ორსულობა უნდა შემეწყვიტა...ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩვენი ოჯახის გაწყვეტის“ - ეკა კუპატაძე პირად ცხოვრებაზე

🎥 „გიგას სასიკვდილო დარტყმამდე, წუთნახევრით ადრე ესაუბრე... ქუჩაში მიტოვებული შვილები ჰყავდათ და არ აინტერესებდათ სად იყვნენ ისინი...“ - ეკა კუპატაძე

🎥 „ძალიან ბედნიერი იყო გიგასთან შეხვედრის შემდეგ... ჩემ შვილში დაინახა სადისტი და მოძალადე?“ - რას ჰყვება ეკა კუპატაზე