
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დამსახურებული ფეხბურთელებით ნამდვილად გამოირჩევა, რაც მათ კიდევ ერთხელ ევრო 2024-ზე მიღწეული წარმატებით დაამტკიცეს.
ევროპის ჩემპიონატი გამორჩეული იყო თითოეული მათგანისთვის, მათ შორის ლუკა ლოჩოშვილისთვის. იგი საქართველოს ნაკრების გარდა იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ „კრემონეზეში“, ამავე სახელწოდების კლუბში თამაშობს.
ახლახან ლუკა გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა:
„სალომე შორიდან დავინახე და ძალიან მომეწონა, მაგრამ არ მჩვევია, რომ ვინმესთან მივიდე და დაველაპარაკო... შეყვარებულობის პირველი პერიოდი დისტანციაზე ვიყავით, რადგან მე ავსტრიაში ვთამაშობდი, ხოლო სალომე თბილისში ცხოვრობდა“, - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ისეთი ოჯახი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის მიმართაც ბევრი მოთხოვნა მექნება...“ - მანუ მურღულია
⭕ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი რეზი არველაძის უფროს ვაჟს გაჰყვა ცოლად - წყვილი შვილს ელოდება
🎥 „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი“ - თიკა ფაცაცია ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს