
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ 36 წლის გახდა, კიდევ ერთი შვილის მოლოდინშია.
ქეთი და მისი მეუღლე დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ გოგოს მშობლები გახდებიან. წყვილმა სქესის გაგების ცერემონია სახლში მოაწყო, რასაც მთელი ოჯახი ესწრებოდა.
ამჯერად ქეთიმ მრავალშვილიან დედობაზე და საკუთარ გამოცდილებაზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ ისაუბრა:
„მრავალშვილიანი დედობა ბევრ რამესთანაა დაკავშირებული, ფინანსები თუნდაც, ვიღაცას არ შეუძლია ფიზიკურად, მენტალურად რთულია, ვიღაცას მშობიარობის ეშინია.
მე რაღაცნაირად მარტივად გამომდის ყველაფერი, არ მიშლის ხელს ორსულობა არაფერში, არც სამსახურში, არც ფრენაში, არც დატვირთვაში. ყველაფერს ვუყურებ პოზიტიურად“, - ამბობს ქეთი ხატიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: