Digest Logo

🎥 „შოკის მომგვრელი ეპიზოდი იქნება“ - „ვინ ვინ არის“ მეორე გადაცემას 3 ივნისს 22:00 საათზე ვიხილავთ

1717414049
ვინ ვინ არის

ორშაბათს, 3 ივნისს ყველაზე გასაიდუმლოებული, ბრჭყვიალა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ეპიზოდს, ტრადიციულად 22:00 საათზე ვიხილავთ.

სცენაზე ექვსი ახალი პერსონაჟი წარდგება და ვნახავთ, ვის მოუწევს ნიღბის მოხსნა და შეძლებენ თუ არა დეტექტივები პერსონაჟების ამოცნობას.

იდუმალებით მოცული მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ პირველი გმირი გამოვლინდა და როგორც აღმოჩნდა, ყველასათვის საყვარელმა მსახიობ მარინა კახიანმა სოკოს კოსტიუმი მოირგო.

როგორც პროექტის წამყვანი, რუსკა მაყაშვილი აღნიშნავს, შოკის მომგვრელი ეპიზოდი იქნება.

„საოცარი გმირები არიან და მე, როგორც ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანს, ძალიან მიჭირს ეს ყველაფერი. გვერდით ვდგავარ და ვერ გამოვიცანი.

პირველი ეპიზოდი არაჩვეულებრივმა მარინა კახიანმა დატოვა და არავის გაგვივლია თავში, რომ შეიძლებოდა იგი ყოფილიყო“,- ამბობს რუსკა მაყაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „შესაძლებლობა გაქვთ, რეალობად აქციოთ თქვენი სურვილები“ - 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

⭕„ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს“ - რა ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე?

⭕„4 წელი ებრძოდა ამ საშინელ სენს და მაინც ვერ მოერია“ - თაკო საზინა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს