Digest Logo

შოთა არველაძე - „ერთა ლიგა საოცრად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“

1725738764
შოთა არველაძე

ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში, საქართველომ ჩეხეთი 4-1 დაამარცხა - აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ნაკრები საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ LaGazzetta.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

„მსგავს სცენარს ველოდი, თუმცა, ასეთ ანგარიშს და ამდენი შექმნილ მომენტს სიმართლე გითხრათ არ ველოდი. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გვინდოდა და ვფიქრობ, თამაშით ყველა კმაყოფილია. რაც მთავარია, ერთა ლიგა საოცრად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა შოთა არველაძემ.

მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრება — მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვახ, ახლა გავგიჟდები... განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ბრილიანტით...“ - როგორ მიულოცა „ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილს გოლის გატანა და გამარჯვება?

⭕საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა

⭕საქართველომ ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა