Digest Logo

შოთა არველაძემ სუპერლიგის „ქასიმფაშა“-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა! - „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში“

1750852973
შოთა არველაძე

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში, შოთა არველაძე“, – ასე მიესალმა თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშა“ ქართველ მწვრთნელს, რომელმაც დღეს გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

„შოთა არველაძე, რომელიც 2012-2015 წლებში ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო, „ქასიმფაშას“ სათავეში დაბრუნდა.

წარსულში წარმატებული ერთობლივი გამოცდილების შემდეგ, გვიხარია, რომ ახალ სეზონში მასთან ერთად ვმუშაობთ.

ვულოცავთ შოთა არველაძეს სახლში დაბრუნებას და ვუსურვებთ წარმატებებს მის მოვალეობებში“, – წერია თურქული კლუბის განცხადებაში.

შოთა არველაძე თურქეთის ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცხო სახელი ნამდვილად არ არის. ის არა მხოლოდ წარმატებული მოთამაშე იყო თურქეთში, არამედ „ქასიმფაშას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მწვრთნელიც გახდა, რომელმაც გუნდს ახალი სიცოცხლე შთაბერა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🌙♋„შესაძლოა თავს დაუცველად გრძნობდე...“ - რა უნდა გაითვალისწინონ 25 ივნისის ახალმთვარეობას ზოდიაქოს ნიშნებმა

⭕„მოსალოდნელია ამ პერიოდში „ამოტივტივდეს“ წარსული ან განახლდეს გარკვეული ტკივილები...“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი 25 ივნისის ახალმთვარეობისთვის

🎥 „შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული უენერგიობა, დაღლილობა, გაგახსენდეთ ძველი წყენა ან ეჭვები...“ - 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან