
დღეს, 22 თებერვალს ლეგენდარული ძმები შოთა და აჩი არველაძეები 52 წლის გახდნენ.
შოთა არველაძე ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთე
სო ბომბარდირია. შოთას ძმები, არჩილ და რევაზ არველაძეები აგრეთვე ფეხბურთელები იყვნენ.
თავდაპირველად შოთი არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში“. არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსში“ და „ალკმარში“. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო ვინც ეს წოდება მოიპოვა.
შოთა არველაძე უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს. იგი, აიაქსში 1997 წელს ტრაბზონსპორიდან გადავიდა და ნიდერლანდურ გრანდში 2001 წლის ზაფხულამდე ითამაშა. ამ პერიოდის განმავლობაში ამსტერდამელთა მაისურით 125-ჯერ ითამაშა, გაიტანა 72 გოლი და 15 საგოლე პასი გააკეთა.
არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: