Digest Logo

შოთა ნონიკაშვილი: ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ იმ შემართებით, ერთიანობით და ჟინით გავალთ, რაც აქამდე ვაჩვენეთ ნაკრებმა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება

1725883250
შოთა ნონიკაშვილი

„ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ იმ შემართებით, ერთიანობით და ჟინით გავალთ, რაც აქამდე ვაჩვენეთ ნაკრებმა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შოთა ნონიკაშვილმა განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს [ჩეხეთის ნაკრებთან გამარჯვება] მხოლოდ დასაწყისია იმ გამარჯვებების, რაც წინ გველის. შემდეგი მეტოქე ალბანეთია. ჩემი აზრით, ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ იმ შემართებით, ერთიანობით და ჟინით გავალთ, რაც აქამდე ვაჩვენეთ ნაკრებმა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ხვალ, 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. „ჯვაროსნები“ უკვე ტირანაში არიან და მზადებაც დაიწყეს. შეხვედრა სამშაბათს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იქ არავის უკვირს ღია კაბა...კომფორტულად ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა“- ია სუხიტაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

⭕კახა კალაძე: ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება

⭕ლევან მაჭავარიანი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე: ამ ფულით ფინანსდება ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი - ეს პირდაპირ ბატონი კეზერაშვილის სიტყვებია, სწორედ ამიტომ არ აწყობთ რადიკალურ „ენჯეოებს“, გასაჯაროვდეს მათი ფინანსები