
შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია „ფორმულას“ ოჯახმა დაუდასტურა.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას რაჭის ახალგაზრდული ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
599700499 — ანი
59821195 — ლამარა
TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი
Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ იძებნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ავტომობილები კონდიცირების გარეშე არის საფრთხის შემცვლელი“ - მეტეოროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს