Digest Logo

შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

1748031569
შუქის შეეზღუდვა

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, 27 მაისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, სოფელი ბეთანიის, სოფელი კიკეთის და სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრო რაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III  მიკრორაიონების(ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, წმინდა ნინოს, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრო რაიონის (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, შენგელიას, შულენბურგის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღმერთის მწამს და მეშინია, რაც ჩემს ლექსებში ჩანს...მწუხარება კი პოეტის თანამდევი მეგობარია...“ - „დაიჯესტის“ ინტერვიუ პოეტ გაგა გომართელთან

⭕„ჯერჯერობით ძალა სულ ძალადობს და ეგოს სურვილები ბატონობენ სხვებისაზე...“ - რას წერს გია მურღულია?

⭕ ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია