მშობიარობის შემდეგი გართულებით - მწვავე პნევმონიით, ბათუმში 39 წლის ქალი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქ გარდაცვლილი ქალი თურქეთის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინადან“ გადაიყვანეს.
„ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
კლინიკის ინფორმაციითვე, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების საფუძველზე, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, როგორც „მედინაში“ გვითხრეს, ახალშობილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ცნობისთვის, დაღუპული ქალი მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა და შვილს 14 წლის განმავლობაში ელოდა“,- აღნიშნავს მედია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: