თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ობგაიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლეზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: თქვენი ოჯახის 47 წლიანი სიმტკიცე მეუღლის დამსახურებაა? - მან ასე უპასუხა:
„დიახ. მე ვიყავი მესამე კურსზე, მეუღლე მეორე კურსზე. ძალიან ბევრი გაცდენები მქონდა თუმცა ფრიადოსანი ვიყავი. ჩვენ დეკანს ჰქონდა დასჯის ასეთი მეთოდი: დამნიშნა ჯგუფხელად. იქ მისული ვარ და რაღაც სილამაზეს მოვკარი თვალი. მაშინვე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით. დავიწყეთ შემდეგ სწავლა და მეცადინეობა. გაირკვა ჩვენ შორის ურთიერთობა. ამის შემდეგ მოვდივართ ერთად.
წარმოშობაც ხელს უწყობს, იგი რაჭველი ქალია ქეთევან შარაბიძე. ამ ყველაფრის დამაბალანსებელი არის ჩემი მეუღლე. ჩემმა მეუღლემ არ ვიცი როგორ მოახერხა, მეუღლე და შვილები არ იცოდა, როგორ იყვნენ 26 მაისს. მოგვძებნა, მოგვიარა, გვიმკურნალა. ქეთო ძალიან მიყვარხარ“, - ჰყვება შალვა ობგაიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: