
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე სტუმრად გადაცემაში შუადღე იმყოფებოდა, სადაც ვირუსულ პერიოდსა და საქართველოს კლინიკებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:
„კლასიკური სიმპტომები, რომლებიც ჩვენ გვსმენია, საქართველოში დღეს გავრცელებული ვირუსებიდან მხოლოდ გრიპის ვირუსს ახასიათებს. ძლიერი საერთო სისუსტე, თავის და ყელის ტკივილი. მადის დაკარგვა, უენერგიობა და სხვა მძიმე სიმპტომები, რომლებიც გავრცელებულ ვირუსს ახასიათებს, მართლაც ხდება მიზეზი კლინიკებში მოთავსების. დაავადებათა კონტროლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებული ავადობიდან ყველაზე ხშირი, 70 პროცენტამდე, გრიპის ვირუსია. ბევრი გართულება ახლავს თან, ერთ-ერთი კი ფილტვების ანთებაა. ისიც ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხშირია ბავშვებში 5 წლამდე ასაკში, სწორედ ამიტომ რისკჯგუფად ითვლება. ასევე რისკჯგუფში არიან ორსულები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები“, - ჰყვება ივანე ჩხაიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უღარიბესი წყალზე გაშენებული დასახლება...“ - სოსო ნებიერიძე კადრებს ნიგერიიდან აქვეყნებს
⭕„არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლება...“- რას წერს თაკო მელიქიშვილი?