Digest Logo

🎥 სიყვარული, რომელიც აეროპორტში დაიწყო - ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, სოფო ოხანაშვილის ისტორია

1727956848
სოფო ოხანაშვილი

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა სოფო ოხანაშვილმა გადაცემაში „შუადღე“ პირად ცხოვრებასა და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.

როგორც სოფო ჰყვება, მისი და მეუღლის შეხვედრა სწორედ ბედისწერაა, რომელსაც საოცარი ქრონოლოგია აქვს.

როგორც საუბრიდან ვიგებთ, წყვილი ერთმანეთს პირველად, 2011 წელს თვითმფრინავში შეხვდა, როცა სოფო ინდოეთში, ხოლო ევჯენი ავღანეთში მიფრინავდა.

ამ შეხვედრიდან 11 წლის მანძილზე მათ შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. უკვე მეორედ კი ერთმანეთს 2022 წელს შეხვდნენ:

„რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა ყოფილიყო. 2011 წელს მე მივფრინავდი ინდოეთში „როიტერის“ კურსებზე, ევჯენი კი სამხედროა. სტამბოლში მომიწია გადაჯდომა და ერთი ხუთი წუთი რომ დამეგვიანა, ალბათ იმ თვითმფრინავზე ვერ მოვხვდებოდი სადაც ევჯენი იჯდა. ევჯენიმაც მითხრა რომ მისი თვითმფრინავის რეისი გადაიდო და ისიც შემთხვევით მოხვდა. ერთმანეთის გვერდით მოვხვდით.

თავიდანვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კეთილგანწყობილად ვყოფილიყავით. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მითხრა რომ ქართველებთან ერთად მსახურობდა. იგი რუმინელია. ოთხ საათ-ნახევარი ვიფრინეთ და ამ პერიოდის განმავლობაში წამითაც არ გავჩერებულვართ. სულ ვსაუბრობდით. რაღაცნაირად აქტიურობდა. იყო ფლირტიც. როდესაც ჩვენი დამშვიდობების დრო დადგა მთხოვა მეილი მიმეცა. ალბათ ფლირტი, რომ არ ყოფილიყო მეილსაც არ მივცემდი. 

თბილისში რომ ჩამოვფრინდი დამხვდა ევჯენის პირველი მეილი. ეს მიმოწერა გაგრძელდა დაახლოებით სამი კვირა. ვერ ვიხსენებ მე რატომ არ მივწერე. ევჯენიმ მითხრა რომ რაღაც აფეთქება მოხდა ავღანეთში და ამიტომ ვერ მომწერა.

დადგა 2022 წელი და უცებ ფეისბუკზე მომივიდა მეგობრობის თხოვნა. ზოგადად უცხო ადამიანებს არ ვამატებ თუ ჩემი კოლეგა არ არის, ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. დამაინტერესა პროფაილმა და გადავედი. პირველივე ფოტოზე ვიცანი. აქედან დაიწყო უწყვეტი ურთიერთობა მიმოწერით ჯერ, შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. ძალიან მალე მივიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება. ერთი დეტალია - მე ევჯენის ნამცხვარიც შევუჭამე თვითმფრინავში“, - ჰყვება სოფო ოხანაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „60 წლის ვარ და რომ გავშიშვლდე, პატარა ბავშვის აღნაგობა მაქვს...“ - გია ნიკოლაძე

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის შემოდგომა რთული იქნება

🎥 „გილოცავ, დე... მიყვარხარ“ - დედა სიდონია იუბილარია