Digest Logo

„სხეულის ნაწილი არ იყო დარჩენილი, რომელიც არ სტკიოდა... ასეთი ადამიანები ევლინებიან სამყაროს, რომ რაღაც შეცვალონ“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი მამას

1716982897
ნანუკა გოგიჩაიშვილი

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებს მამას, ყველასათვის საყვარელ გიორგი გოგიჩაიშვილს. 

ამჯერად იგი მამასთან მიწერილ ემოციურ მესიჯებს აქვეყნებს, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისწერეს ერთმანეთს.

„მე და პატარა მამას მესიჯები... საგანძურია ჩემთვის და სულ ვამოწმებ, მეშინია არ გაქრეს. ვზოგავ და ისე ვკითხულობ ხოლმე.

ტელეფონების შეცვლასთან ერთად ყველა დამყვება. 29 ივნისია ამ მესიჯში და ცხოვრება თურმე რას მიმზადებს 4 ივლისს...

სხეულის ნაწილი არ იყო დარჩენილი, რომელიც არ სტკიოდა, მაგრამ წუწუნიც კი არ გამიგია ამ ადამიანისგან, ღიმილი არ მოშორებია სახეზე და აქეთ ჩვენზე  ზრუნავდა...

ასეთი ადამიანები ევლინებიან სამყაროს, რომ რაღაც შეცვალონ და დაგანახონ, მამა იყო სიკეთე და ბედნიერება“,- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„77 წლის გავხდი, ისიც იტალიაში, კვარას ჯადოსნური ნომრით“ - ბადრი ვადაჭკორია იუბილარია

⭕🎥 „რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილები არიან ქალბატონები“ - ის, რაც რკინის დეფიციტის შესახებ არ იცოდი, ზაზა თელიას განმარტება

⭕🎥 „ჩემი კლასელი ეს კომშის ხე იყო, მასთან ერთად გავიზარდე“ - როგორია მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დარეკილი „ბოლო ზარი“

⭕ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება