Digest Logo

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა - ფოტოკოლაჟი

1691993216
სოხუმისოხუმი

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია.

აფხაზეთის ომის გადამწყვეტ ბრძოლას წინ ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ შეთანხმება უძღოდა.

შეთანხმება 16 სექტემბერს დაირღვა, როცა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელმა მეომრებმა და რუსმა მოხალისეებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. ქალაქის აღებას შემოსულ მეომართა მხრიდან დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა და რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან დევნილი გახდა.

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯონ ჯონსმა მათი გამოღწევის რთული გზა შთამბეჭდავი ფოტოებით შემოუნახა ისტორიას.

აფხაზეთის ომი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ქართული სამთავრობო ჯარები აფხაზ სეპარატისტებს ებრძოდნენ, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ჩრდილო კავკასიელი მებრძოლები და რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები.

კონფლიქტი სოხუმის დაცემითა და საქართველოს მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაკარგვით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ“ - შოვში დაღუპულ და-ძმას მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ

🔵 „პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ - ონის კლინიკის ექიმი შოვის ტრაგედიაზე