ვაკეში კაფე „სტრადაში“ სროლა იყო. დაჭრილია, ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველებმა 7 გასროლის ხმა გაიგეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესროლეს გუგა ფირცხალავას, რომელიც სხვა პიროვნებაში შეეშალათ.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა და სროლის შემდეგ თავისუფლად დატოვა ტერიტორია.