
მომღერალი ირინა ბაირამაშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობა და კარიერული ნაბიჯები გაიხსენა. როგორც თავად განაცხადა, სწავლა არასდროს უყვარდა, თუმცა მუსიკაზე ყოველთვის გიჟდებოდა.
ირინამ თქვა, რომ გამართული საუბარი და სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო:
„ბავშვობიდან მომღერლობაზე ვოცნებობდი.
ორი წლის ვიყავი გამართულად საუბარი რომ დავიწყე და სიმღერა. აი, ვაფრენდი სიმღერაზე. ყველამ იცოდა, რომ ძალიან კარგი მონაცემები მქონდა, უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდით.
რომ მეკითხებოდნენ, როგორ სწავლობო, პირველ კლასელმა ასეთი პასუხის გაცემა ვიცოდი: მათემატიკა მიჭირს, ქართულში ბრწყინვალე ვარ.
პირდაპირ გეტყვით, სწავლა არ მიყვარდა. მათემატიკა მართლა მიჭრდა. მომართული ვიყავი სიმღერაზე, ნიშნებს სიმღერის გამო მიწერდნენ. გამოცდაზე ვიმღერე და რომ შევედი არაფერი ვიცოდი, დირექტორმა მითხრა ერთი გვიმღერეო, ყველა ტიროდა, გადი, გადი ხუთიანიო“, - ამბობს ირინა ბაირამაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: