Digest Logo

„სცენაზე გასვლის წინ წერილი მიაწოდეს: რა გემღერება, შენი ძმა კუბოში წევსო“ - თამარ ივერი ხელოვნების სფეროს ბნელ მხარეზე ალაპარაკდა

1781640091
თამარ ივერი

მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი თამარ ივერი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ხელოვნების სფეროში არსებულ დაუნდობელ კონკურენციაზე, ინტრიგებსა და მენტალურ გამძლეობაზე საუბრობს. პრიმადონამ გაამხილა შოკისმომგვრელი ისტორია, რომელიც მის ქართველ კოლეგას გადახდა თავს და რომელიც კარგად ასახავს, თუ რა სისასტიკესთან უწევთ გამკლავება არტისტებს კულისებში.

თამარ ივერის თქმით, ამ პროფესიაში გადასარჩენად „სპილოს ტყავია“ საჭირო, რადგან ბოროტი ადამიანები ხშირად ყველაზე მტკივნეულ დარტყმას ზუსტად სცენაზე გასვლის წინ აყენებენ:

„ერთ ჩემს ქართველ კოლეგა გოგოს უმალავდნენ, რომ თბილისში ძმა მოუკლეს. სპექტაკლზე გადიოდა და სცენაზე გასვლის წინ იტალიელმა თანამშრომელმა წერილი მიაწოდა კულისებში, თქვენთვის გადმომცესო. წარმოიდგინეთ, მან სცენაზე გასვლის წინ ასეთი რამ წაიკითხა: „რა გემღერება, შე საწყალო, შენი ძმა კუბოში წევსო...“ როცა ასეთი რამ ხდება შენს თავს, ეს პროფესია კი ისეთია, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა გახვიდე სცენაზე და იმღერო“, - იხსენებს თამარ ივერი.

მომღერალი აღნიშნავს, რომ ეს საშინელება არტისტს კვლავ მისმა თანამემამულემ გაუკეთა:

„სამწუხაროდ, ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს, რომელსაც შური ამოძრავებს და შეიძლება, ზუსტად კონცერტის წინ შეგატყობინოს რაღაც საშინელება. ამ გოგოს ეს ისევ ქართველმა კოლეგამ გაუკეთა. ინტრიგები ყოველთვის იყო და იქნება. ამიტომ ძალიან ძლიერი ფსიქიკაა საჭირო“.

პრიმადონას განმარტებით, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოპერის მომღერლისთვის გადამწყვეტია, რადგან მაყურებელს არ აინტერესებს შიდა სამზარეულო, არაკეთილგანწყობილი კოლეგები, ფიცხი დირიჟორები თუ მოშლილი ნერვები, სცენაზე არტისტი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დედა“ - ვინ არის ილია თოფურიას პირველი ცოლი, რომელიც ბოლო ბრძოლის წინ ინგა ბენდელიანის გვერდით იყო

 🎥 „ძილის წინ ეს იგივეა, მანქანა მთელი ღამე დაქოქილი დატოვო“ - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ!

🎥 „ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიოთ ეს მითი!“ - შეიძლება თუ არა ზაფხულში „ცე“ ვიტამინის გამოყენება?