
ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
მის სიმღერებს აქტიურად უსმენენ, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მისი ცხოვრებისეული ამბები.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი ეკრანზე გამოჩნდა.
ამჯერად დათო გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:
„ზოგადად ჩემთვის არ არის უცხო რესტორანი და ეს სივრცე, უბრალოდ ადრე იყო ცუდი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც საღამოს ულამაზებდა ადამიანებს.
ერთ დღეს, როცა მეგობრებთან ერთად ვმღეროდი, სუფრიდან ადგა კაცი და ღვინო სახეში შეგვასხა ათივე ადამიანს. ეს ძალიან რთული მოსათმენია. ეს ვეღარ დაიტია ჩემმა შინაგანმა მდგომარეობამ, მაზიანებდა ეს ყველაფერი და წავედი ხელოსნად, გამათბობლებს ვაყენებდით“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: