Digest Logo

🎥 „სულ ვცდილობ დიდხანს მეძინოს, იქნებ სიზმარში ვნახო და აღარ გავუშვა...“ - გიორგი ღოღობერიძე გარდაცვლილ დედაზე

1708408948
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც მან გარდაცვლილი დედის მძიმე დაავადებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედის დიაგნოზმა ონკოლოგის პროფესია განსაზღვრა.

„სულ ვცდილობ სიზმარი დავიჭირო და  ყოველთვის ვცდილობ, რომ დიდხანს მეძინოს იქნებ სიზმარში ვნახო და აღარ გავუშვა. სულ მახსენდება სიმღერა „წვიმად გადავიქეცი“ და ყოველთვის ვუსმენ როცა მენატრება. დედას არ ჰქონდა საშუალება სრულფასოვნად ემკურნალა, რაც თავი მახსოვს სულ ახველებდა. ყოველდღე ვამჩნევდი რომ უფრო და უფრო უარესდებოდა მისი მდგომარეობა. არარეალური იყო რომ სოფელში წარმატებას მიმეღწია, არ გვქონდა არც წიგნები და არც ინტერნეტი. ექიმმა ერთ დღეს ცუდი პასუხები უთხრა, მე წყალზე გამიშვა და რომ დავბრუნდი არ მითხრა. როცა წყალი მივუტანე ვუთხარი, რომ მე ექიმი გავხდებოდი და ვუმკურნალებდი“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

⭕„ამაყი ვარ, რომ ყველა ასაკში ბევრად მაგარი იყავი, ვიდრე შენი მამა, სანდრო ქავთარაძეს გაუმარჯოს...“ - ნიკა ქავთარაძის ემოციური მილოცვა შვილს

⭕🎥 „ის დათო ევგენიძე, რომელთანაც ამდენი ხანი ნინომ იცხოვრა, ჯერ ბოლომდე დაბრუნებული არ არის...“ - რას ჰყვება დათო ევგენიძე