სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.
„12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას.
ასევე, მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში (სვეტიცხოველში) აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგება ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის უზრუნველყოფით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 08:00 საათიდან მცხეთაში წავლენ უფასო ავტობუსები.
საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ამ ქალაქს უკავშირდება“ - აჩიკო ბერიძე ბათუმზე