Digest Logo

🎥 თაღლითობა ონლაინ ყიდვა-გაყიდვის გვერდებზე - რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ნივთების ონლაინ შეძენისას

1710934834
ფინანსური მაქინაციები

სოციალურ სივრცეში თაღლითური გზებით ადამიანებს დღითი დღე ატყუებენ. ნივთის ონლაინ შეძენა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ხშირად მომხმარებლები სასოწარკვეთილები რჩებიან.

სოციალურ სივრცეში შექმნილია ჯგუფი, რომელსაც სახელად „სასოწარკვეთილი მომხმარებლები“ ჰქვია. ადამიანები ერთმანეთის გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებენ, რათა შემდეგში სხვა არ აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში.

გადაცემა „იმედის დილაში“ მომზადებული სიუჟეტი სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხება და საუბარია იმაზეც თუ რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ნივთის ონლაინ შეძენისას.

თათა გულიკაშვილი ერთ ერთი დაზარალებულია, რომელმაც ონლაინ სერვისით ისარგებლა, მოტყუებული დარჩა და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა კუთვნილი ნივთი.

„ძალიან ბევრი ონლაინ მაღაზიიდან ვიწერდი ადრე ნივთებს, თუმცა ერთ-ერთიდან გამოწერის შემდეგ ცემი კუთვნილი ნივთი ვერ მივიღე. საკონტაქტო ნომერიც კი არარსებული იყო ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასეთ ონლაინ გვერდებს დავკვირვებოდი და მათი აქტიურობა სოციალურ სივრცეში მენახა“,- ამბობს თათა გულიკაშვილი.

მეტის სანახავად ნახეთ ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, სიაში საქართველო 91-ე ადგილზეა

„დაიწყება ზოგადად ერთთვიანი დადებითი პერიოდი... შეუტიეთ!“ - რამაზ გიგაური 20 მარტის ბუნიობაზე

„ჩემი სიყვარული“ - მარიტა როხვაძე საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს